Tesla -ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა კომპანიის ფინანსური კვარტალი ტელეკონფერენციაზე შეაჯამა.
მან კონფერენციის მიმდინარეობისას ანალიტიკოსებთან საერთო ენის გამოძებნა ვერ შეძლო, რასაც მისი ინვესტორების მხრიდან ნდობის დაკარგვა და საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციების ღირებულების მნიშვნელოვანი ვარდნა მოჰყვა. ანალიტიკოსებმა მასკს „ტემპერამენტიანი“ და „ჯერკიდევ ბავშვი“ უწოდეს, რასაც მასკის მხრიდან მკვეთრი რეაქციები მოჰყვა. მან კონფერენციას მოსაწყენი უწოდა. მან ის დატოვა და ტელეკონფერენციაზე გადაერთო.
ამის შემდეგ ილონ მასკმა უკვე გადაწყვიტა საკუთარი პოზიციის „ტვიტერის“ მეშვეობით დაცვა. მან ანალიტიკოსები მისი და მისი კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაში დაადანაშაულა და კომპანიის აქციების ხელოვნურ დაწევაში დასდო ბრალი. მის წერილობით განცხადებაზე კი ბაზარმა დადებითი რეაგირება მოახდინა და აქციების ფასი 1,5%-ით გაიზარდა.
მიუხედავად ამ პროცესებისა, კომპანიას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დღემდე გადაუჭრელი რჩება, მათ შორის არის Model 3-ის წარმოება გეგმის ფარგლებში. ილონ მასკს როგორც სჩვევია ხოლმე გამოსდის რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მოძებნა, რაც მისი კომპანიის აქციებზე შემდგომ უარყოფით გავლენას ვერ ახდენს, თუმცა ასე არ მოხდა ამჯერად, კომპანიის კაპიტალიზაცია 3 მილიარდი დოლარით შემცირდა.
კოკა კვირკველია