მეტროსადგური „გურამიშვილი“ გაიხსნა.
მერიამ მეტროსადგურ "გურამიშვილის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იანვარში შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.
რაც შეეხება სხვა მეტროსადგურების შემოწმებისა და გახსნის პროცესს, როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ვარკეთილის“ და „სამგორის“ მეტროების შემოწმების პროცესი დასრულებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო „ავლაბრის“ მეტროს შემოწმების შესახებ პასუხი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.