“მწვანე ალმასი” - საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ბინები დათქმულ დროზე ადრე ბარდება

სამშენებლო კომპლექსი ”მწვანე ალმასი” თბილისში უპრეცედენტო შედეგებით მომავალი მობინადრეების გაოცებას აგრძელებს. მშენებლობის დასრულებამდე 9 თვით ადრე გაყიდული 731-ივე ბინის ჩაბარება დათქმულზე ერთი თვით ადრე, აპრილში დაიწყო.

თუმცა, დეველოპერული კომპანია ”მაქრო ქონსთრაქშენისთვის”, რომელიც აღნიშნულ კომპლექსს აშენებს, ეს პირველი შემთხვევა არაა. 2016 წელს მან ”მწვანე ბუდაპეშტი” მობინადრეებს დათქმულ ვადამდე 5 თვით ადრე ჩააბრა.

”ჩვენთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადების დაცვა და მათი გაუმჯობესება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ეს კომპანიის სანდოობასა და მომსახურების მაღალ ხარისხს უსვამს ხაზს. მეორე მხრივ კი, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომავალი მობინადრეების ინტერესებს. ინფრასტრუქტურისა და ხარისხის თვალსაზრისით ”მწვანე ალმასი” თბილისში უნიკალური პროექტია. ეს არ არის უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ განსხვავებულია ცხოვრების სტილია, რომელიც მოიცავს სიმწვანეს, სუფთა ჰაერს, ლამაზ ბაღებს, სტადიონებს, სპორტულ ტერიტორიებს, საცურაო აუზს... ”მწვანე ალმასში” ცხოვრება მობინადრეების ცხოვრების სტილს სრულად შეცვლის. მეც მოუთმენლად ველოდები ,,მწვანე ალმასში“ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადასვლას” - განმარტავს ოღუზ ქაან ქარაერი, „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

bpn

გადაბარების პროცესი აპრილში დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდება. ალექსანდრე ფირანიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბინა გადაიბარა.

”მაქრო ქონსთრაქშენის” მიერ აშენებული კომპლექსის ”მწვანე ალმასის” ერთ-ერთი პირველი მოინადრე ვარ. ბინა უკვე შევამოწმე და ძალიან მომეწონა. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობა სწორედ ამ კომპანიასთან მომიწია. მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იყო. პროცესს ლაივ კამერების საშუალებით ვაკვირდებოდი. მადლობელი ვარ, რომ ქვეყანაში სპონტანურად ჩამოვედი და მათ ბინის დათვალიერების საშუალება პრობლემების გარეშე მომცეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,” - აცხადებს ალექსანდრე ფირანიშვილი.

მომავალი მობინადრეები დათქმულზე ადრე ჩაბარების ფაქტს დიდი კმაყოფილებით ხვდებიან. ერთ-ერთი მათგანი ნინო ტურაშვილია, რომელიც დიდი ხანია დამოუკიდებლად საცხოვრებლად გადასვლას გეგმავს და ამ ოცნების განხორციელება სწორედ ”მწვანე ალმასში” გადაწყვიტა.

”ბინის ყიდვას დიდი ხანი ვგეგმავდი, თუმცა ”მწვანე ალმასში” ყიდვა სპონტანურად გადავწყვიტე. მაკეტი და შოურუმი, რომელიც გაყიდვების ოფიში ვნახე, იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ყიდვის გადაწყვეტილება 15 წუთში მივიღე. ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში გადავწყვიტე მშენებლობის ნახვა და იქ მისულს სრული შოკი მქონდა, რადგან ადგილი ჯერ შემოსაზღვულიც კი არ იყო. თუმცა არ მინერვიულია, რადგან ვენდობოდი კომპანიას და ვიცოდი, როგორი წარმატებით შეასრულეს ”მწვანე ბუდაპეშტის” გეგმა. ზუსტად 2 კვირაში კიდევ მივედი სანახავად და მშენებლობის ისეთი აქტიური პროცესი დამხვდა, რომ გავოცდი. მაშინ დავრწმუნდი, რომ 2 წელი ძალიან მალე გავიდოდა და ჩემი ბინა ჩამბარდებოდა. ამ დროის განმავლობაში საოცრად მოქნილი და კომფორტული იყო კომპანიასთან თანამშრომლობა. ჩემთვის ხელსაყრელი გადახდის პირობები შემომთავაზეს. კიდევ ერთი სიურპრიზი იყო ბინის დროზე ადრე ჩაბარება. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ისეთი ემოცია მექნება მისი ნახვისას, როგორი ემოციითაც 15 წუთში გადავწყვიტე ყიდვა,” - განმარტავს ნინო ტურაშვილი.

bpn

ბინების გადაბარების პროცესთან ერთად სრულდება ინფრასტუქტურის შექმნაც. „მწვანე ალმასი“ პირველი ფართომასშტაბიანი კომპლექსია, რომელიც ქალაქის ცენტრის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს.

ამ მხრივ „მაქრო ქონსთრაქშენი“ პიონერი იყო და ამ ახალმა მიდგომამ გაამართლა. თანამედროვე ქალაქებში სულ უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული საცხოვრებლად გადავიდეს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რათა თავი აარიდოს ხმაურსა და დაბინძურებულ ჰაერს. „მწვანე ალმასის“ მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა, ისიამოვნონ სუფთა ჰაერითა და სიმშვიდით.

კომპლექსის მესამე ეტაპის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დაიწყება. შესაბამისად, მსურველებს კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ ”მწვანე ალმასის” მობინადრეების რიგებს შეუერთდნენ და ისიამოვნონ ჯანსაღი და მხიარული ცხოვრების სტილით.

(R)