ლონდონი, ბერლინი, ამსტერდამი, პარიზი, მილანი, სან ფრანცისკო, ნიუ იორკი და უკვე თბილისი - ეს იმ ქალაქების არასრული სიაა, რომლისთვისაც ,,ლივაისმა” სპეციალური დიზაინის მაისურები შექმნა.
თუ ბოლო პერიოდში საყიდლებზე სიარულისას „ლივაისის“ მაღაზიებში შეგივლიათ, აუცილებლად შეამჩნევდით ბრენდულ მაისურებს, რომელიც სპეციალურად ქართული ბაზრისთვის შეიქმნა: LEVIS – TBILISI.
ბრენდულ მაისურებზე ქალაქის წარწერები „ლივაისის“ კამპანიის ნაწილია, რომელსაც სპეციალურად ამზადებენ კონკრეტული და მნიშვნელოვანი პარტრნიორი ქვეყნებისათვის, შესაბამისი ქალაქის მითითებით.
ალეკო სამხარაძე „დრესაპ ჯგუფის“ („ლივაისის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში) გენერალური დირექტორი:
„LEVI’S ქართველებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ბრენდს წარმოადგენდა. პირველი მაღაზიაც, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა ჯერ კიდევ 24 წლის წინ გახსნა, სწორედ აღნიშნულ ბრენდს ეკუთვნოდა. ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ თბილისიც, ,,ლივაისისათვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების სიაშია.“
აღსანიშავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ამიერკავკასიაში, ვისთვისაც მსგავსი ტიპის მაისურები დამზადდა.
(R)