დედაქალაქში ორი ქუჩის სარეაბილიტაციოდ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. საუბარია, გორგასლის ქუჩასა და ლ. კაჩინსკის ქუჩაზე.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 12 მაისს დაიწყება და 15 მაისს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი გორგასლის ქუჩის შემთხვევაში - 30 ათასი; ხოლო კაჩინსკის ქუჩის შემთხვევაში - 10 ათასი ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და ორფენიანი საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.