თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 45- ე კმ-ზე ასფალტის დაზიანების გამო შეზღუდვები დაწესდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ჩაინგრა გზის ასფალტის საფარი ღერძულა ხაზზე დაახლოებით 1 მეტრი დიამეტრის სიგრძის. არსებობს საშიშროება საფარის უფრო დიდი ნაწილის ჩანგრევისა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ხვალ დილიდან საპროექტო ჯგუფის მიერ მოხდება დაზიანებული მონაკვეთის შესწავლა, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდება საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები.