საკვები პროდუქციის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Nestle-მ შეთანხმებას მიაღწია Starbucks-თან, რომლის თანახმად კომპანიამ Starbucks-ის პროდუქციის რეალიზებაზე გლობალური უფლება მოიპოვა.
როგორც Bloomberg წერს, შეთანხმების ოდენობამ 7,15 მილიარდი დოლარი შეადგინა და შვეიცარულმა კომპანიამ მიიღო უფლებები უვადოდ. Nestle-ში მიაჩნიათ, რომ შეთანხმების შედეგად მათი შემოსავლები გაიზრდება და შესაბამისად, კომპანიაც გაზრდის საკუთარ წარმომადგენლობას შტატებში.
Nestle-ში სამუშაოდ Starbucks-ის 500 თანამშრომელი გადავიდა. ამასთან, კომპანიას მიეცა უფლება გამოიყენოს ბრენდის სახელი ყავის აპარატების კაპსულების Nespresso-სა და Dolce Gusto-ს წარმოებაში. ამასთან, შეთანხმება არ ითვალისწინებს Starbucks-ის მოხმარებისთვის მზა პროდუქციის გაყიდვების უფლებას.
Starbucks-ის დირექტორი კევინ ჯონსონი იმედოვნებს, რომ კომპანიის საფირმო ყავის დაგემოვნებას ამიერიდან მილიონობით ადამიანი შეძლებს, Nestle-ში კი იმედოვნებენ, რომ გაყიდვები Starbucks-ის ბრენდის ქვეშ, კომპანიას წლიურად დამატებით 2 მილიარდიან შემოსავალს მოუტანს.
Starbucks — მსოფლიოში უმსხვილესი ყავახანაა, რომელიც 1971 წელს ამერიკაში დაარსდა.
კოკა კვირკველია