პირველი ელექტროავტობუსი თბილისში ხაზზე დღეიდან გავა და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

1-ლი ელეტქროავტობუსი დედაქალაქში დღეიდან დაიწყებს მოძრაობას. ამის შესახებ მერიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს.

მათივე ცნობით, ელექტროავტობუსი დღეს, 1-ელ საცდელ რეისს 61 ნომერი ავტობუსის ხაზზე განახორციელებს, თუმცა, მომავალი 2 კვირის-1 თვის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით სხვა მარშრუტებზეც იმოძრავებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში ელექტროავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

35 ადგილიანი ელექტროავტობუსი დედაქალაქში კომპანია „ფრეგობასმა“ ჩამოიყვანა.

ცნობისთვის, კომპანია ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს. როგორც მურმან პატარაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსების წარმოება მოხდება, რომელმაც დღეიდან დაიწყო თბილისში მოძრაობა.