დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „სითი პარკის“ ფუნქციები შეითავსა, ავტომობილების საჯარიმო სადგომებზე გადაყვანისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირებულია და გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერიის სამსახური სათანადოდ ვერ მუშაობს, არასწორია.
კალაძე ამბობს, რომ ჯარიმების შესახებ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადებს.
„საერთოდ არ არის საინტერესო პარტია „რუსთავი 2“-ის გაკეთებული სიუჟეტები. თუ ეს თქვენ გაინტერესებთ, შეგიძლიათ უყუროთ. ავტომობილები არის გადაყვანილი საჯარიმო სადგომებზე, გამოწერილია ჯარიმებიც. თუ რა ჯარიმები გამოიწერა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე მოგახსენებთ“, - განაცხადა კალაძემ.