საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გვიან ღამით “შტადლერის” ორსართულიანი მატარებელი დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს. კერძოდ, როგორც რკინიგზაში აცხადებენ, უცნობმა პირებმა სრულად მოხატეს მეოთხე ვაგონის კედელი.
„ვანდალური ფაქტი მოხდა რკინიგზის სადგურში. გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი “შტადლერის” ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული. საქართველოს რკინიგზამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30 საათზე გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
ბათუმში სამგზავრო მატარებლის დაზიანების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ამ განადგურებას გულისხმობს.