ყაზბეგში არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე აზერბაიჯნის მოქალაქის, ნ.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 191 ბოთლი არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული სასმელის საერთო ოდენობამ 145,7 ლიტრი, ხოლო საბაჟო ღირებულებამ 6,912.1 ლარი შეადგინა.

„საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.