ვაშინგტონმა რუსული კომპანია Рособоронэкспорт-ის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა და ის სამხედრო შეთანხმებაში დაადანაშაულა, რომლის მიხედვით რუსულმა კომპანიამ იარაღი ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და სირიას მიაწოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება 30 აპრილს მიიღეს და მისი ამოქმედება დღეიდან დაიწყება. გადაწყვეტილების მიხედვით, ამერიკის ვერცერთი დეპარტამენტი თუ უწყება ვერ გააფორმებს კონტრაქტს პროდუქციის მიწოდებაზე აღნიშნულ კომპანიასთან და ვერ ისარგებლებს მისი მომსახურებით.
აღნიშნული შეზღუდვები იმოქმედებს ორი წლის განმავლობაში, მისი ძალაში შესვლის დღიდან. დოკუმენტი ხელმოწერილია ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში, კრისტოფერ ფორდის მიერ.
კოკა კვირკველია