HR hub-ის ორგანიზებით, 31 მაისს, ტექნოპარკში HR ბიზნეს სამიტი გაიმართება

14 სპიკერი, 2 პანელდისკუსია და გამოფენაში მონაწილე HR სერვის კომპანიები. მხოლოდ ერთი დღე, ყველა HR მენეჯერი, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი და კომპანია ერთ სივრცეში გაერთიანდება.

სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერები და ამ სფეროს წარმომადგენლები ისაუბრებენ ყველაზე აქტუალურ თემებზე. ისინი კონკრეტული მაგალითების საშუალებით, საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

პირველ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები.

მეორე პანელური დისკუსია დაეთმობა პროფესიული განათლების, დასაქმების გამოწვევებსა და მომავლის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე მსჯელობასა და დისკუსიას.

ორივე პანელში, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება დასვას კითხვები.

გამოფენაში კომპანიები წარმოადგენენ HR მენეჯერებისთვის, ბიზნეს სექტორისთვის საინტერესო სერვისებს. ისინი ამ დღისთვის სპეციალური შეთავაზებებით მოვლენ.

HR ბიზნეს სამიტზე თქვენ გელოდებათ ინოვაციური გარემო და ბევრი სიურპრიზი.

რაც ყველაზე მთავარია, თქვენ მოისმენთ რეალურ შემთხვევებს, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებთ.

ეს იქნება დღე, რომელიც სულ გემახსოვრებათ.

ღონისძიების გენერალური სპონსორია აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO.

მხარდამჭერები არიან: ალდაგი, რეგუსი, პეპსიკო, Food Management Group, ნატახტარი, მეღვინეობა ხარება, ანემონე, ლურჯი ოკეანე.

მედია მხარდამჭერები: პალიტრა მედია ჰოლდინგი, HRhub.ge, ipn, bpn, ambebi,ge და რადიო იმედი.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ: tkt.ge

სპიკერების სანახავად ეწვიეთ ბმულს.