ამერიკული სატელეკომუნიკაციო გიგანტი კომპანია Comcast-ი მედიაჯგუფ 21st Century Fox-ის გასართობი აქტივების შეძენაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს. აქამდე შეთანხმებული იყო, რომ ის The Walt Disney-ის უნდა შეეძინა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
როგორც გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, Comcast-ი ფინანსური გარანტიების მიღების მოლოდინშია, რომელიც უნდა აღმოჩნდეს 52,4 მილიარდ დოლარზე მეტი, რა თანხის გადახდასაც გეგმავს Disney. შეთანხმებაში შედის გასართობი აქტივები, მათ შორის კინო და სატელევიზიო სტუდიები, ასევე საკაბელო ოპერაციები და საერთაშორისო ტელევიზიები. The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Comcast-ი მზადაა შენაძენში 60 მილიარდი დოლარი გადაიხადოს.
ცნობისათვის, კომპანიას ადრეც უნდოდა ამ აქტივების შეძენა, თუმცა 2017 წლის ბოლოს ამაზე უარი თქვეს იმის შიშით, რომ მარეგულირებელი ამ გარიგებას არ დაუშვებდა. წყაროს ცნობით, კომპანია ამ წინადადებას საბოლოოდ მაშინ გადაწყვეტს, თუ სასამართლო თანხმობას მისცემს შეთანხმებას AT&T და Time Warner-ს შორის, რომლის მოცულობაც 85,4 მილიარდი დოლარია. ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს სთხოვა დაბლოკოს ეს შეთანხმება. სასამართლოს გადაწყვეტილება კი 12 ივნისს გამოცხადდება.
ანალიტიკოსების აზრით, Comcast-ის ახალი წინადადება მეტად გაართულებს ვითარებას ამერიკის მედიაბაზარზე, რადგან Comcast-მა უკვე განიზრახა ბრიტანული მედია კომპანია Sky-ს აქციების შეძენაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ფლობს Fox, რომელიც თავის მხრივ, აპირებს დარჩენილი წილის შეძენას და მის სრულად მიყიდვას Disney-სთვის.
კოკა კვირკველია