ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან დაიცვან ირანში მომუშავე საკუთარი კომპანიების ინტერესები და ასევე მზად არიან ამერიკის მხრიდან ცალმხრივად დაწესებული სანქციები მსო-ში გაასაჩივრონ, თუ ის დააზიანებს ევროპულ ინტერესებს.
ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბეჯამენ გრივომ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ვაცხადებ ნათლად, ევროკავშირი მზადაა გაასაჩივროს ნებისმიერი ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს ევროპული კომპანიების ინტერესები და უპასუხოს კანონის ფარგლებში პროპორციული ფორმებით, რომელიც ნაკარნახევი იქნება მსო-ს ფარგლებში“, - უპასუხა მან კითხვაზე, თუ როგორი იქნება საფრანგეთის რეაქცია ამერიკის გადაწყვეტილებაზე, გავიდეს ბირთვული ხელშეკრულებიდან და განაახლოს ირანის წინააღმდეგ სანქციები.
როგორც გრივომ აღნიშნა, ამერიკის გასვლის მიუხედავად, საფრანგეთი და მისი პარტნიორები ევროკავშირში თვლიან, რომ აუცილებელია ამ შეთანხმების შენარჩუნება „ნებისმიერ ფასად“.
კოკა კვირკველია