1-ლი მაისიდან 8 მაისის ჩათვლით თამბაქოს მოხმარების კანონის დარღვევისთვის 12 ფიზიკური და 13 იურიდიული პირი დაჯარიმდა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შესახებ სულ 46 შეტყობინება შევიდა.
„1-ელი მაისიდან 8 მაისამდე საქართველოს მასშტაბით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის სულ 46 შეტყობინება შემოვიდა. კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდა 12 ფიზიკური პირი და 13 იურიდიული პირი. საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირების ოქმი გამოსცა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.