კონკურენციის სააგენტომ კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ დააჯარიმა.
„სააგენტოში მიმდინარე ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მოკვლევის ფარგლებში, სააგენტომ შპს „რომპეტროლ საქართველოსაგან“ დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა. კომპანიამ სააგენტოს დადგენილ ვადაში გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდა. ხსენებული ინფორმაცია სააგენტოში არ წარმოდგენილა არც ახსნა-განმარტებითი შეხვედრის დროს დაფიქსირებული მოთხოვნისა და არც განმეორებითი წერილობითი კორესპონდენციის საპასუხოდ,“-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს ცნობით, კომპანიას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.