კალიფორნიაში ახალაშენებულ სახლებზე მზის ელემენტების მონტაჟი შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ტელეკომპანია ABC-ის ინფორმაციით, ეს წესი სავარაუდოდ, 2020 წლიდან ამოქმედდება.
მათი ინფორმაციით, ეს არის ამერიკაში პირველად წამოწეული ინიციატივა, რომელიც შტატის ენერგეტიკის საკითხების კომისიას გაეგზავნა.
თუ ხელისუფლება მასზე თანხმობას განაცხადებს, მაშინ ერთ ოჯახზე სახლის აშენება გაიზრდება სულ ცოტა 10,5 ათასი დოლარით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მზის ელემენტები ოჯახს მისცემს 16 ათასი დოლარის ეკონომიას, რომელსაც ის ელექტროენერგიაზე დახარჯავს.
„თანხმობის შემთხვევაში ეს ინიციატივა კალიფორნიის ლიდერ პოზიციებს გაამყარებს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლიგიების გამოყენების სფეროში“, - მოჰყავს ტელეკომპანიას „კალიფორნიის მოწინავე ტექნოლოგიების ასოციაციის დეპარტამენტის“ დირექტორის კელი კნუტსენის სიტყვები.
თუ კომისია აღნიშნულ ინიციტივას მოიწონებს, მაშინ მზის ელემენტების მონტაჟის მოთხოვნა გაიწერება მშენებლობის სტანდარტებში, რომელიც კალიფორნიაში მოქმედებს.
კოკა კვირკველია