„მათხოჯის საკრედიტო კავშირს” ლიცენზია გაუუქმდა

რეგისტრირებულ კოოპერატივს „მათხოჯის საკრედიტო კავშირს“ არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და მისი ლიკვიდაცია დაიწყო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ლიცენზია კიდევ რამდენიმე საკრედიტო კავშირს გაუქმდა. კერძოდ, საუბარია, რეგისტრირებული კოოპერატივ-საკრედიტო კავშირზე „უნივერსი“; „მეჯინისწყალსა“ „მეორე სვირზე“. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თითოეული ამ ორგანიზაციის ლიკვიდაცია დაიწყო.

„განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში,“-აღნიშნულია შესაბამის ბრძანებებში.