მსოფლიოს უმსხვილესი რითეილერი კომპანია Walmart-ი ინდური ელექტრონული კომერციის ლიდერ კომპანია Flipkart-ის 77%-ს ყიდულობს.
როგორც ამერიკული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კომპანია გეგმავს ამ შენაძენში 16 მილიარდი დოლარის გადახდას. ხოლო ინდური კომპანიის დარჩენილი წილის მფლობელად დარჩება მისი ამჟამინდელი მფლობელი და რამდენიმე მეწილე კომპანია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკელი ინვესტორების მხრიდან ნეგატიური რეაგირება მოჰყვა და კომპანიის აქციები საფონდო ბირჟებზე 3,1%-ით გაიაფდა. მიუხედავად ამისა, ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ეს იქნება კომპანიის ისტორიაში უმსხვილესი შენაძენი და ძალიან კარგი ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში, იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთში საშუალო კლასი სულ უფრო მზარდია და ძალიან დიდია ელექტრონული კომერციის პოტენციალი.
ამ დროისთვის ინდოეთის მოსახლეობის მხოლოდ 15% აწარმოებს ინტერნეტ შესყიდვებს.
კოკა კვირკველია