ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ბოლო 1 წელში გამოკითხულთა 1%-ს სახელმწიფო მომსახურებისთვის ქრთამი მოსთხოვეს

ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გამოკითხულ პირთა 1%-ს თქმით, მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურებისთვის ქრთამი მოსთხოვეს.

ამის შესახებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ კვლევის შედეგებშია ნათქვამი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.

კვლევა მოიცავდა კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებირივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევის ფარგლებში კითხვაზე - მოუთხოვიათ თუ არა მათგან ან მათი ოჯახის წევრებისგან ქრთამი სახელმწიფო მომსახურებისთვის ბოლო 12 თვეში, გამოკითხულთა 1%-მა „კი“, 99%-მა კი - „არა“ უპასუხა.