საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი თბილისში 19, 2 თეთრი რეგიონებში კი 18,5 თეთრია.
აღნიშნული სატარიფო პოლიტიკის მიხედვით, საქართველოში დენი უკრაინასთან, აზერბაიჯანსა და რუსეთთან შედარებით ძვირია, ხოლო სომხეთთან, თურქეთთან და მოლდოვასთან შედარებით - იაფი. კერძოდ: ელექტროენერგიის ტარიფი რუსეთში 13.8 თეთრი, აზერბაიჯანში 13.4, უკრაინაში 12.2, თურქეთში 32.5 მოლდოვაში 30.3, სომხეთში კი 24.3 თეთრი ღირს. რეგიონის ქვეყნებს შორის ელექტროენერგია ყველაზე ძვირი - 49,2 თეთრი ლატვიაშია.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის სექტორს, საქართველოში გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი თბილისში 46.1, ხოლო რეგიონებში, სადაც „საქორგგაზი“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ოპერირებს, 56-57 თეთრია.
2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბუნებრივი აირი რუსეთში - 27.3, აზერბაიჯანში 22.4, სომხეთში 85.9, უკრაინაში 79.3, თურქეთში კი 88. 6 თეთრი ღირს.
სემეკის 2017 წლის ანგარიშში წარმოდგენილ ქვეყნებს შორის გაზის ტარიფი ყველაზე მაღალი 189 თეთრი - ჩეხეთშია.
რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, სემეკის ანგარიშში წარმოდგენილ ქვეყნებს შორის წყალი ყველაზე იაფი თბილისში, (1მ3-ზე საშუალოდ 0.92 თეთრი) , ხოლო ყველაზე ძვირი დანიაშია (1მ3-ზე საშუალოდ 25.8 ლარი). მოცემული საშუალო შეწონილი ტარიფები ასახავს როგორც საყოფაცხოვრებო ისე არასაყოცაფხოვრებო ტარიფებს.
ქრისტინე გამთენაძე