ვარკეთილის აგრარული ბაზრის ხორცის პავილიონში ხორცის ეტიკეტირების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები დაცული იყო და დარღვევები არ გამოვლენილა , - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური აგრარულ ბაზრებში ინსპექტირებას და მონიტორინგს ახორციელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური განაგრძობს ინსპექტირებას და მონიტორინგს აგრარულ ბაზრებში. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა ვარკეთილის აგრარული ბაზრის ხორცის პავილიონში არსებული ვითარება, ხორცის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები. ობიექტში დაცული იყო სურსათის უვნებლობის ძირითადი მოთხოვნები და დარღვევები არ გამოვლენილა.
მიმდინარე წელს, თბილისის საქალაქო სამსახურმა აგრარულ ბაზრებში 19 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, საიდანაც 2 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები; ასევე გამოვლინდა ვადაგასული სურსათის განთავსების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ“, -ნათქვამია განცხადებაში.