სოფლების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

”ენერგო-პრო ჯორჯიამ” ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუქსიეთში ახალი, 10 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ხაზით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფლების - ხევის, ბჟოლეთისა და ბუქსიეთის ენერგომომარაგება. სამუშაოები რამდენიმე დღეში, მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

ამ დროისთვის დასრულებულია ხაზის ნაწილი. საერთო ჯამში, ხაზის სიგრძე შეადგენს 2 კმ-ს. "ენერგო-პრო ჯორჯია" ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში დაამონტაჟებს 14 რკინა-ბეტონის ბოძს. ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ქსელში განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნული სამუშაოების შედეგად ამჯერად დენის მიწოდება გაუუმჯობესდება 220 აბონენტს ზემოაღნიშნულ 3 სოფელში.

ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხვას უამინდობის და სხვა მიზეზის გამო გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას.

ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანისა და აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით, სს ”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მომსახურების ცენტრშია დაგეგმილი.