კომპანია Apple-მა 2017 ფისკალური წლის განმავლობაში 48,35 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
2018 წლის პირველ კვარტალში კი კომპანიის შემოსავალი იყო 13,8 მილიარდი, მაშინ როცა Amazon-ის სუფთა მოგება დააარსებიდან დღემდე მხოლოდ 9,6 მილიარდია, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსავლებმა მხოლოდ 1,6 მილიარდი შეადგინა.
ამის შესახებ მასალას CNBC აქვეყნებს და სწორედ ერთის სიტყვით „მოგებით“ ხსნის უორენ ბაფეტის მიერ Apple-ში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. მისივე განცხადებით, Apple ეს არის „წარმოუდგენელი“ კომპანია. „თუ შეხედავთ Apple-ს, მე ვფიქრობ, რომ ის ორჯერ მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ამერიკის ბაზარზე მეორე ადგილზე მყოფი კომპანია“ - განაცხადა ბაფეტმა.
„უოლს სთრითის“ ანალიტიკოსების განცახდებით, Amazon-ი ჯერ კიდევ ადრეულ საფეხურებზეა მის ძალზედ მნიშვნელოვან ბაზრებზე.
კოკა კვირკველია