სომხური წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი დარონ ანჯემოღლუ სომხეთის ეკონომიკის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხდა.
„ახლახან ვესაუბრე ტელეფონით საქვეყნოდ ცნობილ ეკონომისტ დარონ ანჯემოღლუს. მან თქვა, რომ მზადაა ჩაერთოს სომხეთის ეკონომიკის აღდგენასა და განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად“ - დაწერა მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, ანჯემოღლუს ერევანში ვიზიტის დრო უახლოეს მომავლში დაზუსტდება.
დარონ აჟემოღლუ - ეს არის ამერიკელი ეკონომისტი, სომხური წარმომავლობით, დაბადებული თურქეთში. ის არის ერთ-ერთი ავტორი წიგნისა „რატომ ეცემიან ერები: ხელისუფლების, განვითარებისა და სიღარიბის წარმომავლობა“ (Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity, and Poverty).
კოკა კვირკველია