ლონდონის მერი „ფასტფუდის“ რეკლამის აკრძალვის მომხრეა

ლონდონის მეტროსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შესაძლოა, მავნე საკვების, მათ შორის, ცნობილი ბრენდების ფასტფუდების გარე რეკლამა აიკრძალოს.

ლონდონის მერის სადიკ ჰანის თქმით, ეს აქცია ბავშვებში ჭარბწონიანობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში მოხდება. გარდა ამისა, ჰანის თქმით, ის მომხრეა აიკრძალოს ახალი დაწესებულებების გახსნა სკოლების 400 მეტრის რადიუსში, სადაც ამგვარი საკვების რეალიზება მოხდება.

როგორც BBC წერს, ლონდონში მცხოვრები 10-11 წლის ბავშვების 40% ჭარბწონიანები არიან, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით. ამასთან, ამ პრობლემით მეტად შეწუხებულები არიან მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებში.

დიდი ბრიტანეთის სატრანპსორტო სისტემის მმართველი კომპანია Transport for London-ის (TfL) მონაცემებით, საკვები პროდუქტებისა და სასმელების რეკლამამ სატრანსპორტო საშუალებებზე 2016-17 წლებში 27 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა, აქედან ორი მესამედი სწორედ ცხიმებისა და შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტების რეკლამებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტზე სწრაფი კვების ნაწარმის რეკლამიერება აკრძალულია მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქალაქშიც, მათ შორის, ამსტერდამში მსგავსი აკრძალვა პირველი აპრილიდან ამოქმედდა.

კოკა კვირკველია