მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ქსელმა Facebook-მა შესაძლოა, საკუთარი ციფრული ვალუტა შექმნას.
ამის შესაძლებლობას კომპანიაში მომხმარებლების მხრიდანს სხვადასხვა შენაძენის განსახორციელებლად განიხილავენ, იუწყება ტელეკომპანია Cheddar წყაროებზე დაყრდნობით.
ტელეარხის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობა „სერიოზულად არის განწყობილი“ ამასთან დაკავშირებით და მისივე თქმით, ამ პროცესის განხორციელებას შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს. ამასთან, წყაროს მტკიცებით, კომპანია ვალუტის გაყიდვების მეშვეობით ინვესტორების მოზიდვას არ გეგმავს.
სოციალურმა ქსელმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესწავლა გასულ წელს დაიწყო. ამ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია Facebook Messenger-ის ვიცე პრეზიდენტი დევიდ მარკუსი ჩაუდგება სათავეში მცირე ჯგუფს, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, დევიდ მარკუსი მანამდე საგადასახადო სისტემა PayPal-ს ედგა სათავეში და არის ბიტკოინის ერთ-ერთი ინვესტორი .
კომპანიაში აცხადებენ, რომ Facebook-ი მართლაც დაკავებულია ბლოკჩეინის შესაძლებლობების კვლევით, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
კოკა კვირკველია