პრაქტიკულობისა და მდიდრული მასალების შეუდარებელი კომბინაციის წყალობით Cullinan თავის კლასში მწვერვალზე მყოფი ავტომობილი იქნება.
ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ტორსტენ მიულერ-ოეტვოესმა კომპანიის ისტორიაში პირველი სერიული წარმოების ყველგანმავალზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, Cullinan ეს არის ოჯახზე ორინტირებული გემრიელად სამართავი სუპერმდიდრული SUV.
Cullinan-ი, რომლის საპრემიერო ჩვენება ლონდონში გაიმართა, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კროსოვერი იქნება. მისი გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება და სასტარტო ღირებულება 250,000 გირვანქა სტერლინგიდან დაიწყება, რაც 340 ათასი დოლარის ექვივალენტია, ხოლო საბოლოო ღირებულების ფასი დადგენილი არ არის. მისი უშუალო კონკურენტი Bentley Bentayga-ს ფასი 135,800 გირვანქა სტერლინგიდან იწყება, რაც 184,700 დოლარს შეადგენს.
ავტომობილის მთავარ ბაზრებად მიჩნეულია აშშ და ჩინეთი. ავტომობილმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს კომპანიის გაყიდვები ამჟამინდელი წლიური 4 ათასიდან, თუმცა უფრო მეტი დეტალის შესახებ კომპანიაში არ საუბრობენ.
კროსოვერის წარმოება მოხდება Rolls-ის მიერ შექმნილი ახალ ალუმინის პლატფორმაზე, რომელზეც ამიერიდან აიწყობა კომპანიის ყველა ახალი თაობის მოდელი. რაც შეეხება მის ძალისმიერ აგრეგატებს, ავტომობილი მიიღებს , 571-ცხენის ძალიან 6.75-ლიტრიან ტუბრირებულ V-12 ბენძინის აგრეგატს, რომელიც ამჟამად გამოიყენება კომპანიის საფლაგმანო მოდელ Phantom-ში.
Cullinan - ეს არის მსოფლიოში უდიდესი დაუმუშავებლი ბრილიანტი, რომლის პატივსაცემადაც ეწოდა ავტომობილს ეს სახელი.
კოკა კვირკველია