ჩინური საავიაციო მრეწველობის კორპორაცია AVIC-ი 2022 წლისთვის გეგმავს, დაიწყოს მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი-ამფიბიის AG600-ის კლიენტებისთვის კომერციული მიწოდება.
ამის შესახებ თვითმფრინავის მთავარმა კონსტრუქტორმა ჰუან ლინცზაიმ განაცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ 2021 წლისთვის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოსგან ხომალდის ვარგისიანობის ერთწლიანი სერტიფიკატის მოპოვებას, რათა უკვე 2022 წლიდან დავიწყოთ მისი მიწოდება დამკვეთებისთვის“ - მოჰყავს ლინცზაის სიტყვები სააგენტო „სინხუას“.
მანვე დასძინა, რომ უკვე ივლისში დაიწყება თვითმფრინავის გადატანა ჩუხაიში, სადაც მოგვიანებით საჰაერო ხომალდმა უნდა განახორციელოს პირველი აფრენა წყლის ზედაპირიდან.
გასული წლის გაზაფხულზე თვითმფრინავმა მისი პირველი აფრენა ხმელეთიდან განახორციელა.
პროექტზე AG600 მუშაობა 2009 წელს დაიწყო და თვითმფრინავი უკვე 2016 წელს მზად იყო. ეს საჰაერო ხომალდი არის ყველაზე დიდი ზომის თავის კლასში. მისი დანიშნულებაა ხანძრების ჩაქრობა და სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა. ის აღჭურვილია 4 ძრავით და შეუძლია ბორტზე 12 ტონა წყლის აღება 20 წამში, ხოლო მისი მაქსიმალური საფრენი სიმძიმე არის 53,5 ტონა.
კოკა კვირკველია