საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 786.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 961.4 მლნ აშშ დოლარი იყო (22.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 824.8 მლნ აშშ დოლარი (22.3 პროცენტით მეტი).

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 863.5 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2 პროცენტი შეადგინა.