ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მოხდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის რეკრეაციული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინტერესის გამოხატვა გამოცხადდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პარკის განვითარების მიზნით დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მოხდება. წინადადება ძალაშია 28 მაისამდე.

ფონდის ინფორმაციით, საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად, შესაბამიდად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის რეკრეაციული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

როგორც მოწვევაშია აღნიშნული, ბაკურიანის პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობა და დამატებითი გამწვანების უზრუნველყოფა მოხდება, რაც გულსხმობს ღობეების, გარე პერიმეტრის და პარკამდე მისასვლელი გზის, საპარკინგე და საჯარო სივრცის მოწყობას; ადგილზე სპორტული მოედნის, სკამების, განათებს ბოძების, ნაგვის ურნების დამონტაჟებას; კომერციული ზონების, კაფეებისა და ადმინისტრაცოიული შენობის მშენებლობას, არსებული საზოგადოებრივი ტუალეტების რეაბილიტაციას და ახლების მოწყობას, რომელიც შშმ პირებზე იქნება გათვლილი.