ევროკავშირის საბჭომ რუსეთს ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსირებულ ტერიტორიებზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო სანქციები გაუფართოვა, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები წესდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამომთხრელი ქმედებების გამო და ვრცელდება ხუთ ფიზიკურ პირზე ანექსირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობის გამო.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ხუთი ადამიანი საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებენ ყირიმისა და სევასტოპოლის საარჩევნო კომიტეტებში. ამ პირებთან მიმართებით წესდება სავიზო აკრძალვები და მათი ქონება გაიყინება.
ევროკავშირის სანქციების სიაში 155 რუსი ფიზიკური პირია, მათგან ქონება 38 პირს გაუყინეს.