ვენესუელას პრეზიდენტი საკუთარ მოსახლეობას 20 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩვენებზე გამარჯვების შემთხვევაში ეკონომიკურ რევოლუციას ჰპირდება.
ეს კი იმ ფონზე, როცა ბოლო წლების განმავლობაში ამ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია, ინფლაციამ კი 2018 წლის მონაცემებით 14000%-ს მიაღწია.
„მე ფსიქოლოგიურად, მორალურად და პოლიტიკურად მზად ვარ, თუ ამირჩევთ ბილივარიანული რესპუბლიკის პრეზიდენტად, გავიყვანო ჩვენი ქვეყანა ზრდის გზაზე, კეთილდღეობისა და სამშობლოს ეკონომიკური აღმავლობის გზაზე, ჩვენ ამას მივაღწევთ ერთად დიდი ეკონომიკური რევოლუციის შედეგად“ - განაცხადა მადურომ.
მან ასევე დაიფიცა საკუთარი სიცოცხლე, რომ დაასრულებს ქვეყანაში სპეკულაციებსა და ეკონომიკურ მაფიას და ვენესუელა დაადგება სტაბილურობისა და ეკონომიკური მშვიდობის გზას.
ვენესუელაში საარჩევნო კამპანია 22 აპრილს დაიწყო. პრეზიდენტის პოსტისთვის მადუროს გარდა ასევე იბრძვიან მოძრაობა „ცვლილებების იმედის“ წარმომადგენელი ხავიერ ბერტუჩი, „ევროვნული პოლიტიკური ერთობიდან“ რეინალდო კიხადა და ენრი ფალკონი პარტიიდან „პროგრესული ავანგარდი“.
ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები არჩვენებს ბოიკოტს უცხადებენ. მადუროს განცხადებით, არჩვენები ყველა შემხთვევაში ჩატარდება და ქვეყანა მიიღებს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. რეგიონის ცალკეული ქვეყნები და ესპანეთი ამ არჩვენებს არ აღიარებენ.
კოკა კვირკველია