კომპანია Huawei Group-ში შემავალმა ბრენდმა Honor-მა, ლონდონში გამართულ პრეზენტაციაზე სრულიად ახალი საფლაგმანო მოდელი Honor-10 წარადგინა.
სმარტფონმა მიიღო შუშის კორპუსი განათების რამდენიმე ვარიანტით და 5,84 დიუმიანი უჩარჩო OLED-ეკრანი, რომლის გაფართოებაა 2280х1080 პიქსელი. ეკრანის ქვემოთ განთავსებულია თითის ანაბეჭდებისთვის საჭირო სკანერი, ზედა მხარეს კი iPhone X -დან კარგად ცნობილი ხაზი კამერით, რომელსაც მომხმარებლებმა „მონო-წარბი“ უწოდეს.
სმარტფონის ფრონტალური კამერა 24-მეგაპიქსელიან ფოტოებს იღებს, მას ასევე შეუძლია სახეების ამოცნობა. ძირითადი კამერა კი არის ორმაგი 16 და 24 მეგაპიქსელიანი და გააჩნია ხელოვნური ინტელექტის ფუნქცია. მას შეუძლია ობიექტივში მოხვედრილი საგნების დამუშავება და ისე გადაღება, რომ ოპტიმალურად იყოს მისაღები გადაღებისთვის. მან თვითონ იცის, როგორ გადაიღოს მაგალითად პეიზაჟი, პორტრეტი და ა.შ.
რაც შეეხება ელემენტს, მისი მოცულობა არის 3400 მილიამპერი-საათი, სწრაფი დატენვის ფუქნციით (50%-25 წუთში) პროცესორი - Huawei Kirin 970, სიხშირით 2,36 გგც და 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით. მისი ძირითადი მეხსიერების ბარათი კი 64 ან 128 გეგაბაიტიანია.
სმარტფონის გაყიდვები მიმდინარე თვეს დაიწყება და 600 დოლარამდე ეღირება.
კოკა კვირკველია