საქართველოს კონკურენციის სააგენტომ "ტავ ურბან საქართველოს“ მიერ სარეგისტრაციო მოსაკრებლის ფასის განსაზღვრის პროცესში დომინირებული მდგომარეობის სავარაუდო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მოკვლევა არ დაიწყო.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხზე განცხადებით სააგენტოს აპრილში „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა“ მიმართა.
„საკონსულტაციო შეხვედრისას განმცხადებელს განემარტა, რომ „ტავ ურბან საქართველო“ რელევანტური მოპასუხე არ არის, ვინაიდან სარეგისტრაციო მოსაკრებლის ფასს განსაზღვრავენ თავად ავიაკომპანიები და არა - აეროპორტის მმართველი კომპანია, რასაც განმცხადებელი თავადვე დაეთანხმა. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა არ დაიწყო,“-აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.