ხიდი, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს დაუკავშირდება, ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
საავტომობილო მოძრაობა ხიდზე უკვე დაიწყო. ხიდი, რომელიც ყირიმს და კრასნოდარს აკავშირებს, 19-კილომეტრიანია და როგორც რუსული მედია წერს, რუსეთში ყველაზე გრძელია.
თავდაპირველად ხიდის გახსნა დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა ის ვადაზე ადრე გაიხსნა.
როგორც ცნობილია, ყირიმი რუსეთს 2014 წელს გამართული რეფერენდუმის შემდეგ შეუერთდა. უკრაინა რუსეთს ოკუპაციაში ადანაშაულებს და ამ რეგიონის დაკარგვას არ აღიარებს.