თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.
პრემიერმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა დაფინანსებითვის, რომელიც ისტორიული მუზეუმის გახსნისთვის გამოიყო.
ღონისძიებას რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სარა მაიკლი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ახალი მუზეუმი რეაბილიტირებული ბატონის სასახლის მიმდებარედ აშენდა. პროექტის მიხედვით თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცე შეიქმნა და გარე ინფრასტრუქტურა მოეწყო.
რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი ლარია.