კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები თბილისში.
საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წევრებს შეხვდა. სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება - შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს. საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს. კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს მიიღონ ტენდერში მონაწილეობა.
ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე მოთხოვნა ითვალისწინებს.