ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელისა და მისი თანაშემწის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ბანკის ხელმძღვანელი ვალიოლო სეიფი და მისი თანაშემწე ალი თარზალი მხილებულნი არიან მილიონობით დოლარის გადაცემის ხელშეწყობაში „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის“ მხრიდან „ჰეზბოლას“ მხარდაჭერისთვის.
ამერიკის ფინანსთა მინისიტრის განცხადებაში წერია, რომ „აშშ არ დაუშვებს ირანის მხრიდან საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში უსირცხვილო დარღვევებს“.
შეგახსენებთ, აშშ-მა გასულ კვირას სანქციები დააწესა ირანის 9 იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ. მანამდე კი 8 მაისს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ტოვებს ირანის ბირთვულ შეთანხმებას და იწყებს ირანის წინააღმდეგ ადრე მოქმედი სანქციების აღდგენის პროცესს.
კოკა კვირკველია