საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გორის ტაქსებით მომსახურების ბაზარზე მოქმედი 11 ეკონომიკური აგენტის ერთობლივ საჩივარზე, რომელიც „ტექნოკომის“ შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეეხებოდა, მოკვლევა არ დაიწყო , - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მომჩივანთა პოზიციით, ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რომელიც მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მძღოლებისათვის თითოეულ გამოძახებაზე 0.5-თეთრიანი დანამატის დაწესებასა და ამ გზით მძღოლების გადაბირებაში გამოიხატებოდა.
იქიდან გამომდინარე, რომ საჩივარში აღწერილი ქმედებები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლით განსაზღვრულ ჩარჩოს სცდებოდა, მოკვლევის დაწყებაზე მომჩივან კომპანიებს უარი ეთქვათ“, - აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.