ბრიტანეთი ევროკავშირის საბაჟო კავშირში კიდევ რამდენიმე წელიწადი დარჩება

ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს აცნობოს ბრუსელს, რომ მზად არის დარჩეს ევროკავშირის საბაჟო კავშირში 2021 წლის შემდგომაც, ირლანდიის საკითხის გადაუჭრელობის გამო.

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph წერს.

გაზეთის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მინისტრებმა შეათანხმეს, რომ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას (ბრიტანეთის რეგიონს) შორის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ უნდა გაივლოს მკვეთრი საზღვარი. თუმცა ეს გარდაუვალია, თუ ლონდონი ევროკავშირთან საბაჟო კავშირს დატოვებს, რომელშიც რჩება დუბლინი.

უფრო ადრე კი იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებდა საბაჟო კავშირს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა. ახლა კი გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანელი მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დარჩებიან ევროკავშირის საბაჟო კავშირში, ირლანდიის საკითხის გამო. ეს საკითხი კი გადაუწყვეტელი შესაძლოა, 2023 წლამდე დარჩეს.

შეგახსენებთ, ბრექსიტი 2019 წლის 29 მარტს მოხდება, რის შემდეგაც გეგმის მიხედვით უნდა დაიწყოს გარდამავალი პერიოდი, რომელიც გაგრძელდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე. მანამდე კი ლონდონი რჩება საბაჟო კავშირში.

კოკა კვირკველია