ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა და ირანმა ასტანაში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში დროებითი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
„ახლა შეთანხმებაში ჩართულია პირველადი პროდუქციის ჩამონათვალი, რომლებზეც საექსპორტო გადასახადი შემცირდება ან გაუქმდება შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. შეთანხმება მოიცავს ურთიერთვაჭრობის პროდუქციის 50%-ს“ - განაცხადა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კოლეგიის თავმჯდომარემ ტიგრან სარგსიანმა.
მან დააზუსტა, რომ კავშირსა და ირანს შორის ვაჭრობამ 2017 წელს 2,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მისი განცხადებით, შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე მხარეებს შეუძლიათ საბაჟო გადასახადებზე ეკონომია მოახდინონ.
რუსეთის ფედერაციის ვიცე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი კოზაკმა კი აღნიშნა, რომ შეთანხმება გახდება მძლავრი იმპულსი ამ ქვეყნებს შორის არსებული საქმიანი აქტივობისთვის და ვაჭრობის ზრდისთვის.
კოკა კვირკველია