მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი არ შეცვლილა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში, ისევე როგორც მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 176.9 ლარს შეადგენდა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6.1 ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის აპრილში ეს მონაცემი 170.8 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, აპრილში ასევე უცვლელი დარჩა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 156.7 ლარი შეადგინა, არ შეცვლილა არც საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და კვლავ 296.7 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის აპრილის მონაცემთან შედარებით, 10.2 ლარით არის გაზრდილი.