ხელნაკეთი კალმების უნიკალური ბრენდი Waldmann, რომელიც წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, უკვე საქართველოშია!
კომპანიის ისტორია 1918 წელს, სამხრეთ გერმანიაში იწყება და პირველი კალმის გამოშვებიდან უცვლელად ინარჩუნებს ერთ-ერთი გამორჩეული ინოვატორის პოზიციას მოცემულ დარგში. ამის მაგალითია ის, რომ სწორედ Waldmann-მა დააპატენტა 2 და 4 ფერიანი კალმების სისტემა.
უნდა აღინიშნოს, რომ Waldmann-ის კალმის დამზადების პროცესის უდიდესი ნაწილი ხელით მუშაობას ეფუძნება. უნიკალური მასალა ხშირად იფარება გრავიურით. თუ კომპანიის მფლობელს დავუჯერებთ, გერმანიაში გრავიურის სულ 4 ან 5 ექსპერტი მუშაობს, მათგან ერთ-ერთი კი სწორედ ვალდმანში, თან 50 წლიანი გამოცდილებით. ამ ბრენდის ყველა კალამი მოვერცხლილია 925 სინჯიანი ვერცხლით და ვხვდებით, ექსკლუზიურ მოოქროვილ მოდელებსაც.
საინტერესოა ისიც, რომ 2014 წელს ვალდმანში მხოლოდ 20 ადამიანი გახლდათ დასაქმებული, რომლებმაც ამ წლის განმავლობაში ჯამში 120 000 კალამი დაამზადეს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქმე ნამდვილი პროფესიონალების ხელშია და რომ თითოეული კალმის შექმნა მათთვის განსაკუთრებული მოვლენაა.
გარდა იმისა, რომ ფირმა ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია და ინახავს კალმების დამზადების უნიკალურ მეთოდებს, ის დღესაც საკმაოდ პოპულარულია და აქვს შეუცვლელი სტატუსი.
ვალდმანის კალმების შეძენა მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი და მათ შორისაა საქართველოც. წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მას მომხმარებელს Lupen-ის ხაზის ფარგლებში სთავაზობს, რომელიც აერთიანებს რჩეული ბრენდების პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე აქსესურებს. Waldmann-ის კლამებისა და Lupen-ის ხაზის სხვა აქსესუარების შეძენა „ბიბლუსი გალერეებშია“ შესაძლებელი.
Waldmann-ის ბრენდის შესახებ საინფორმაციო ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2IJbCGd