ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4400 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4315 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსის ცვლილებამ 0.0085 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8768 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8667 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.