მეტროსადგური „თავისუფლება“ დროებით მგზავრებს არ ემსახურება

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მეტროსადგური „თავისუფლება“ დროებით მგზავრებს არ ემსახურება , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისისმეტროპოლიტენში განუცხადეს.

„16:00 საათიდან, მეტროსადგური „თავისუფლება“ არ იღებს მგზავრებს უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. ეს უკავშირდება მიმდინარე შეკრებებს. ზუსტი დრო თუ როდის განაახლებს „თავისუფლება“ მგზავრთა მიღებას არ ვიცით - როგორც კი შესაძლებელი იქნება, სადგური მიიღებს მგზავრებს“, - განაცხადეს მეტროპოლიტენის პრესსამსახურში.

თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 საათზე დაგეგმილ შეკრებას აპროტესტებენ, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით და ლგბტ თემის მხარდასაჭერად უნდა გაიმართოს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები ასევე აკონტროლებენ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელ ქუჩებს.