„საქართველო თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა“,
- ამის შესახებ წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. თავად კენჭისყრა კი საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე ჩატარდა.
„ჩემპიონატი ბაკურიანსა და გუდაურში ჩატარდება“, - განაცხადეს კენჭისყრისას.
როგორც ცნობილია, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე განაცხადი 2017 წელს შეიტანა.