როგორ მივიღოთ კიდევ უფრო დიდი სარგებელი hotsale.ge-ს საშუალებით

დღეს, როცა ადამიანების საჭიროებები მაქსიმუმს აღწევს, ყველა ცდილობს, ფინანსები გონივრულად მართოს და მაქსიმუმი ეკონომია გააკეთოს ყველაფერში, რაც შესაძლებელია.

საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი მიმართულება - ფასდაკლების საიტი. სწორედ მათი საშუალებით არის შესაძლებელი მრავალფეროვანი პროდუქციის ყიდვა და მომსახურების მიღება დიდი ფასდაკლებით.

ვაუჩერში გადახდილი თანხის ნაწილის უკან დაბრუნება და კინოს ბილეთები ფასდაკლებით - ეს კი არის ორი მთავარი სიახლე, რომელიც მიმდინარე წელს ელექტრონული კომერციის წამყვანმა კომპანიამ ”ჰოთსეილმა” მომხმარებელს შესთავაზა.

ქეშბექი ეს არის თქვენ მიერ ”Hotsale.ge-ზე” ვაუჩერებში გადახდილი თანხის ნაწილი, რომელიც გიბრუნდებათ უკან - "ქეშბექ ბალანსზე".

”ნებისმიეერი ვაუჩერის შეძენისას, თქვენს ანგარიშზე ავტომატურად დაგენერირდება გადახდილი თანხის 5-10%, რომლის შესახებაც მიღებული sms შეტყობინებიდან გაიგებთ. ქეშბექის დაგროვება ძალიან მარტივია, რაც უფრო მეტ ვაუჩერს შეიძენთ hotsale.ge-ზე, მით უფრო მეტად და სწრაფი ტემპით გაიზრდება თქვენი ბალანსი, რომლის გამოყენებაც hotsale.ge-ზე განთავსებილი ნებისმიერი ვაუჩერის შესაძენად არის შესაძლებელი,” - განმარტავს კომპანიის დირექტორი თათული ზაკალაშვილი.

სამომავლოდ ”ჰოთსეილი” დაგროვებული თანხის განაღდების ფუნქციის დამატებასაც აპირებს.

რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, ეს არის კინოს ბილეთები ფასდაკლებით. ”ჰოთსეილის” ვაუჩერის საშუალებით კინოს ბილეთების შეძენა 45%-მდე ფასდაკლებთ, ხოლო პოპკორნი და პეპსი 40%იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელისთვის საკმაოდ დიდი დანაზოგია, რადგან კინოში წასვლა თითქმის ნახევარ ფასად შეუძლიათ.

კომპანია მუდმივად ცდილობს ისეთი სიახლეები შესთავაზოს მომხმარებელს, რომლებიც საზოგადოებას განსაკუთრებით გაახარებს, არსებული მომხმარებლების ლოიალობის მაჩვენებელს გაზრდის და პარალელურად, ახალ კლიენტებს მოიზიდავს.