ევროკავშირი ამერიკული სანქციებისგან დასაცავად „ბლოკირების კანონს“ აამოქმედებს

ევროკავშირმა გადაწყვიტა, უპასუხოს ამერიკის მხრიდან ცალმხრივად ამოქმედებულ სანქციებს, რომლებმაც შესაძლოა, მათი კორპორაციების ინტერესები დააზიანოს.

ამიტომ გეგმავს აამოქმედოს 1996 წელს მიღებული კანონი „ბლოკირების შესახებ“. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჯან კლოდ იუნკერმა განაცხადა.

„ახლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ეს არის მიზეზი, რის გამოც უნდა ავამოქმედოთ 1996 წლის კანონი ბლოკირებაზე, რომელიც მიმართულია ექს-ტერიტორიალური ეფექტების ნეიტრალიზებისთვის, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ამერიკულ სანქციებს მოჰყვება“ - ასე გამოეხმაურა ამერიკის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ცალმხრივად დაწესებულ სანქციებს, რომლებიც შესაძლოა, ევროპულ კომპანიებსაც შეეხოს.

„ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და ამას ვიზამთ ხვალ დილით“ - განაცხდა იუნკერმა ხუთშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი არ დატოვებს შედეგის გარეშე ამერიკულ სანქციებს. „ჩვენი ვალია დავიცვათ ევროპული საწარმოები და განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები“, - დასძინა იუნკერმა.

მისივე თქმით, მან მიიღო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელებისგან მხარდაჭერა და ახლა დროა მოქმედების.

„გარდა ამისა, ჩვენ ნება მივეცით ევროპის საინვესტიციო ბანკს, შეამსუბუქოს ირანში ინვესტიციების განხორციელება. თავად კომისია მხარს დაუჭერს თანამშრომლობას ირანთან“, - განაცხადა იუნკერმა და დასძინა, რომ ირანში მოლაპარაკებების გასამართად ვიზიტს გეგმავს ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში მიგელ არიას კანიეტე.

კოკა კვირკველია